რუსეთის ფედერაციას არ სურს სომხეთის შიდა საქმეებში რაიმე ფორმით ჩარევა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა სომხეთის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობის შესახებ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.
„ეს სომხეთის შიდა საქმეა, ეს არის პირველი. და ჩვენ არ გვსურს ამ შიდა საქმეებში ჩარევა რაიმე ფორმით“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთში მცხოვრები სომხები განიცდიან სომხეთში მიმდინარე უახლესი მოვლენებს.
„არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ რამდენიმე მილიონი სომეხი გვყავს - ისინი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ტკივილით უყურებენ ამ მოვლენებს. რა თქმა უნდა, ბევრისთვის მიუღებელია, თუ როგორ ხდება ეს“, - თქვა მან.