ქვესადგურში "ლილო-1" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო 1-ლი თებერვალს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ჭირნახულის და ღლონტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება აგრეთვე შეეზღუდება ავერსის ქარხანას, ლილოს ტერმინალს, ღვინის ქარხანას, ბეტონის ქარხანას. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ, ამ ორგანიზაციებს "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.