დღეს, 1-ელ თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" გაიხსნება რეგიონული სემინარი სამხრეთ კავკასიაში კლიმატის ცვლილების საკითხებზე. შეხვედრის ინიციატორიები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მსჯელობაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის წამყვანი ექსპერტები კლიმატის ცვლილების საკითხებში, საერთაშორისო კონსულტანტები და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები სამივე ქვეყანაში.