1-2 თებერვლს ვაშინგტონში ტარდება სამედიცინო კონფერენცია "საქართველოს ჯანდაცვის სისტემა 2020: მედეა 2011", რომელიც ონლაინრეჟიმში (http://mdxp.com/index.php) გადაიცემა.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან წარმომადგენლობითი დელეგაცია გაემგზავრა, რომელის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები, ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო სფეროსა და სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან. დელეგაციის თავჯდომარე საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსია.
1-ელ თებერვალს ღონისძიებას ოფიციალურად ამერიკის ჯანდაცვისა და საზოგადოების სერვისების დეპარტამენტის მდივანი ქეთლინ საბელიუსი გახსნის.
კონფერენციის მიზანია დაისახოს ზუსტი კურსი საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისთვის. მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიც ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, სამედიცინო სერვისების მიწოდება, ადამიანური რესურსები და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ინვესტირების შესაძლებლობებია. სამუშაო ჯგუფებში მოხდება გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება.
კონფერენციას ამერიკისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის ის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემით არიან დაინტერესებულნი. ასევე მონაწილეობას მიიღებენ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები.
ღონისძიება საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის, საქრთველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამერიკაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით ტარდება.