დღეს, 1-ელ თებერვალს, 12:00 საათზე, თელავის რაიონში, კომპლექსი "ლოპოტაში", გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით სამუშაო სემინარს გამართავს. სემინარის მიზანი გამოსაშვები გამოცდების პროგრამული უზრუნველყოფის აპრობაციაა.
სემინარში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ტვენტეს უნივერსიტეტის (ჰოლანდია) პროფესორი, საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია "სიტოს" ექსპერტი თეო ეგენი.
ჩAთ-ის სისტემის აპრობაციის შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ პრეტესტს გეგმავს. პრეტესტი მარტში შედგება და მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მოსწავლეს ექნება - გამოცდების ეროვნული ცენტრის ვეგვერდზე განთავსდება ჩAთ-ის სისტემის სადემონსტრაციო ვარიანტი და ყველა მსურველს შეეძლება საკუთარი ან სკოლის ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერის მეშვეობით გაიაროს ტესტირება - გაეცნოს როგორც ტესტირების პროცესს, ისე ტესტურ დავალებებს.