დღეს, 1-ელ თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიში თბილისის სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "ამირანის" ვებგვერდისა და სხვა სიახლეების პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას წარუძღვებიან ფესტივალის ხელმძღვანელები - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოტელეფაკულტეტის დეკანი დათო ჯანელიძე და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ჯაბა სიხარულიძე.
ღონისძიებას დაესწრებიან თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი, თბილისში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ვერნერ ვიოლი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი და ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ნეკა სებისკვერაძე.
ჰოლანდიიდან ონალინ რეჟიმში, სკაიპის მეშვეობით, პრეზენტაციაზე ჩაერთვება წლევანდელი ჟიურის წევრი, რეჟისორი ინეკე სმიტსი.