სომხური მედიის ცნობით, ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძრის ეზოში ვითარება დაძაბულია. პოლიცია და ნიღბიანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ვდილობენ ეკლესიისა და სასულიერო პირების მხარდასაჭერად შეკრებილი მორწმუნეები ტერიტორიიდან გაიყვანონ.
მანამდე, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის რეზიდენციაში შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დასაკავებლად მივიდნენ, სადაც მათ მრევლმა წინააღმდეგობა გაუწია და მთავარეპისკოპოსის დაკავების საშუალება არ მისცა.
ომხეთში ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ ტერაქტის მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. გამოძიების ფარგლებში მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მომზადებაში, მასობრივი არეულობის წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში. ასევე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ.
ამასთან, ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი და პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანი.