სამარშრუტო ტაქსებისთვის ჩატარებული ტენდერის შედეგად, გადაწყდა, რომ 15 ოქტომბრიდან დედაქალაქში ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებენ.
გამარჯვებული კომპანიები დედაქალაქში ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსებს ოქტომბრისთვის შემოიყვანენ. მერიის მიერ გამართული ტენდერის პირობის თანახმად, სამარშრუტო ტაქსები 2011 წლის გამოშვების "ფორდტრანზიტის" მარკის იქნება.
შეგახსენებთ, გადამყვანი კომპანიების გამოსავლენად თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ხუთმა კომპანიამ გაიმარჯვა.