სამარშრუტო ტაქსებით მგზავრთა გადაყვანის ტენდერს ლეიბორისტული პარტია ეწინააღმდეგება. ლეიბორისტი პაატა ჯიბლაძის აზრით, ტენდერი მიკერძოებულად ტარდება და მისი დასრულების შემდეგ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩება.
ლეიბორისტების ბრალდებების საპასუხოდ, უმრავლესობის წევრი კოკი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ტენდერი მიუკერძოებელია და მასში მონაწილეობის სურვილი არაერთმა კომპანიამ გამოთქვა.
იონათამიშვილის დაპირებით, არც ერთი მძღოლი უმუშევარი არ დარჩება.