ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში 2.11 მეტრის სიგრძის (2011 მილიმეტრი) სამი ჩურჩხელის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში უნდა შეიტანონ.
ჩურჩხელა თელავის რაიონის სოფელ გურგულას მცხოვრებმა სიმონ გოგიტელაშვილმა დაამზადა.
როგორც გოგიტელაშვილმა აღნიშნა, ჩვენს წინაპრებს ჩურჩხელა შორეულ გზაზე ყოველთვის თან მიჰქონდათ. ამ კალორიულ საკვებს ვერანაირი შოკოლადი და თანამედროვე წარმოების ტკბილეულობა ვერ შეედრება.