შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დღეს საღამოს ერს მიმართავს.
პრეზიდენტის მიმართვა დღეს ადგილობრივი დროით, 22:00 საათზეა დაგეგმილია.
"ეს არის ისტორიული მომენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისრაელისთვის და მსოფლიოსთვის“, - წერს ის Truth Social-ზე.
ის დასძენს, რომ "ირანი ახლა უნდა დათანხმდეს ამ ომის დასრულებას".
შეგახსენებთ, ამ განცხადებას წინ უსწრებდა ცნობა, შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო იერიშების მიტანის შესახებ.