ქართველი მუსიკოსები ელისო ბოლქვაძე, ნინო გვეტაძე და ანა ყიფიანი ტელეკომპანია "მეცოს" ეთერში დაუკრავენ.
როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა განუცხადა, ისინი "მეცოს" ეთერში მოცარტის "კონცერტს სამი როიალისთვის" შეასრულებენ.
ქართველი მუსიკოსების "მეცოს" ეთერში სტუმრობა მაისშია დაგეგმილი.
"ეს ჩანაწერი წლის განმავლობაში 30-40-ჯერ დატრიალდება ეთერში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ "მეცოს" მთელი მსოფლიო უყურებს, ბუნებრივია, ეს მსოფლიოში ამ მუსიკოსებისა და ქართული კულტურის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის", - განაცხადა რურუამ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, მოლაპარაკება იმის შესახებაც მიმდინარეობს, რომ შემდგომში "მეცოს" ეთერით მთლიანად ქართული კულტურის პოპულარიზაცია მოხდეს.