რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსი და უკრაინელი ხალხი ერთია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ „მთელი უკრაინა ჩვენია“.
ამის შესახებ მან სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მე უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ რუს და უკრაინელ ხალხს სინამდვილეში ერთ ხალხად მივიჩნევ, ამ მოსაზრებით, მთელი უკრაინა ჩვენია“, - განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვს არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უფლება.
„არსებობს ასეთი ძველი წესი. იქ, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს, ის ჩვენია“, - თქვა პუტინმა.