რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ლოზუნგით: „ჩვენ გვახსოვს“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 20 ივნისის ე.წ. „გავრილოვის ღამიდან“ 6 წელი გავიდა, თუმცა დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დასჯილან.
აქტივისტებმა პარლამენტის წინ შადრევანი სიმბოლურად წითლად შეღებეს, ასევე გაშალეს საქართველოს გიგანტური დროშა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“