თბილისი უმასპინძლებს ერთდღიან რეგიონულ სემინარს სამხრეთ კავკასიაში კლიმატის ცვლილების საკითხებზე.
შეხვედრის ინიციატორიებია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მსჯელობაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის წამყვანი ექსპერტები კლიმატის ცვლილების საკითხებში, საერთაშორისო კონსულტანტები და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები სამივე ქვეყანაში.
სემინარი 1 თებერვალს სასტუმრო "ამბასადორში" დილის 10:00 საათზე გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები