კოალიციურ მართვაზე ხაზარაძეს ონლაინ მასტერკლასები უნდა ვუტარო, რადგან პოლიტიკა მისი ჩაის ჭიქა აშკარად არაა და კოალიციური მართვა მისი თაყვანისცემა ჰგონია, - ამის შესახებ პარტიან“ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდწერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კოალიციურ მართვაზე ხაზარაძეს ონლაინ მასტერკლასები უნდა ვუტარო, რადგან პოლიტიკა მისი ჩაის ჭიქა აშკარად არაა და კოალიციური მართვა მისი თაყვანისცემა ჰგონია.
გაკვეთილი პირველი!
ბატონო მამუკა,
კოალიცია ნიშნავს, რომ თქვენს პარტიას ხმები არ ყოფნის მთავრობის შესაქმნელად.
ანუ საკმარისი არ ხართ.
საკმარისზე პატარა ხართ.
ამიტომ, ეგოს დამოკლება და თქვენს საძულველ კონკურენტებთან შეთანხმება გიწევთ.
ტერმინთა განმარტება:
კონკურენტი პარტია: პარტია, რომელიც კონკურენციას გიწევთ
კონკურენცია: მოქმედება სხვაზე უპირატესობის მოსაპოვებლად
ანუ უსიამოვნო სურპრიზი მაქვს თქვენთვის:
კოალიცია ვერ იქნება სუფრა, სადაც თქვენ სუფრის თავში ზიხართ, სუფრის მშვენებათა სადღეგრძელოებს სვამთ და სუფრის მშვენებები თვალებში შემოგციცინებენ.
კოალიციური პარტნიორები ერთმანეთის კონკურენტები და კრიტიკოსები არიან! ისინი ხოტბას თქვენ არ შეგასხამენ, პირიქით, ყველანაირად შეეცდებიან რომ
თქვენი შეცდომები ამხილონ, რომ თქვენზე წინ წავიდნენ.
იმათ თქვენ ძალიან არ
მოსწონხართ, რომ მოსწონდეთ, თქვენს პარტიაში იქნებოდნენ.
ეს დიდებულია, რადგან ასე იზრდება პოლიტიკის ხარისხი - ანუ როცა ხვდებით რომ ხალხისთვის სალაფავის დაყრა არ გაგივათ, რომ კონკურენტები ამით ისარგებლებენ - ენას კბილს აჭერთ, და მეტს მეცადინეობთ.
და თქვენ ან მოგიწევთ ამ
ელემენტარულ ჭეშმარიტებასთან შეგუება, ან სააკაშვილივით გადაირეცხებით“, - წერს ჩერგოლეიშვილი.