საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ საგანგაშოდ გადაუხვია ჩინეთისა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობას სულ უფრო მეტად ბაძავს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯ (რესპუბლიკური პარტია) X-ზე წერს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და სასამართლო სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს, რადგან ქვეყანა ხალხის სასურველი მომავლისგან შორს მიჰყავს და ერთპარტიული ტოტალიტარული სახელმწიფოსთან აახლოებს.
აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, რომლებსაც ამჟამინდელი მთავრობა არაერთხელ უარყოფს. ამის ნაცვლად, საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ საგანგაშოდ გადაუხვია ჩინეთისა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობას სულ უფრო მეტად ბაძავს“, - წერს რიში.