საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა ადასტურებს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების რეაბილიტაციის სანაცვლოდ, ბათუმში რამდენიმე მეჩეთი აიგება.
"თუ გვინდა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ჩვენი კულტურული ძეგლები გადარჩეს, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე საუბრისას.
რაც შეეხება საქართველო-თურქეთს შორის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების სხვა დეტალებს. რურუას თქმით, ის ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც თურქული მხარე შესაბამის ოქმს ხელს ოფიციალურად მოაწერეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისი და ანკარა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების და პირიქით, რესტავრაციაზე შეთანხმდნენ.
მხარეებმა შესაბამისი ოქმის შეადგინეს, რაც ქართული მხრიდან უკვე ხელმოწერილია.