ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან, სადაც მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, „ძირს უსამართლო სასამართლო“.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.