დღეს, 31 იანვარს, ირანის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და მთავარ რეჟისორს, ბეჰროუზ გჰარიბპურს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
დიპლომს გადასცემს უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი მარგველაშვილი.
ურთიერთთანამშრომლობის იდეა თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გაჩნდა, სადაც ბატონმა ბეჰროუზმა თავისი სპექტაკლი „როსტამი და ზოჰრაბი" წარადგინა მაყურებლის წინაშე, რომლის დამდგმელი რეჟისორი, თოჯინების ავტორი და კოსტიუმების მხატვარი თავად გახლავთ.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით ამჯერად ბატონი ბეჰრუზი საქართველოს 5 დღიანი ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, იგი დრამის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ყოველდღიურად 4 საათიან მასტერკლასს აატარებს.
რობერტ სტურუას, ნელე ჰერტლინგის, სტივ ოლსენის და ოთარ იოსელიანის შემდეგ, ბატონი გჰარიბპური თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეხუთე საპატიო დოქტორი იქნება.
ღონისძიება მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე 15:00 საათზე გაიმართება.