ამერიკული მედია საუკუნის ქორწილისთვის ემზადება. პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ამბავი ტელეეთერის მთავარ თემად რჩება.
ტელეკომპანია "ლაიფ-თაიმი" ორ კვირაში მხატვრული ფილმის გადაღებას იწყებს. სიუჟეტი შოტლანდიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში დაწყებულ რომანსა და იმ ზეწოლაზე გვამბობს, რომელსაც წყვილზე ბრიტანული მედია წლების მანძილზე ახდენდა.
უკვე ცნობილია, რომ პრინც უილიამს ახალგაზრდა მსახიბი ნიკო ევერს სვინდელი განასახიერებს, კეიტის როლი კი ვაკანტურია.
ტელეკომპანია "სი-ენ-ენმა" 29 აპრილის საქორწილო ცერემონიის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების უფლება შეიძინა.
გარდა ამისა, უკვე გამოიცა ბიოგრაფიული წიგნი "უილიამი და კეიტი_სამეფო რომანი", რომელშიც ავტორი კრისტოფერ ანდერსენი წყვილის სასიყვარულო ამბავსა და სამეფო ოჯახის ცხოვრებას დეტალურად აღწერს.