“ქართული ოცნება“ გადასულია თვითშეჭმის, თვითდაზიანების რეჟიმზე,- ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
“ქართული ოცნება“ გადასულია თვითშეჭმის, თვითდაზიანების რეჟიმზე, ეს შეიძლება გამოიხატოს ჩვენი ციხეში ჩასმით, 50 კი არა, 100 პატიმრით, ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებებით. უნდა გვესმოდეს, ეს ისედაც ხდება და უნდა მოიშთონ თვითონაც ამ გადაწყვეტილებების გამო, ვიდრე ეს გაგრძელდეს დაუსრულებლად, რადგან თუ ეს ანთებითი პროცესი, ეს ძირმაგარა კიდევ უფრო თუ არ გამწვავდა, რომ გასკდება და ამოხეთქავს, დაისვენოს ჩვენმა სახელმწიფოს ხხეულმა და მოუშუშდეს ეს ჭრილობა, სხვანაირად არაფერი გამოვა. ამიტომ ასეთი მსხვერპლშეწირვები ადამიანებისგან, საკუთარ თავისუფლებაზე უარის თქმით, ჩვეულებრივი ამბავია, -განაცხადა გვარამიამ.