"ტვ პირველისა" და "ფორმულას" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა.
"ფორმულას" ინფორმაციით, "ქართული ოცნება"მოითხოვს "მაუწყებლობის შესახებ" კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს ტელეკომპანიას და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.
„საჩივარში, რომელიც ტელევიზია ფორმულამ დღეს მიიღო, მოცმულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის, როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც ქართული ოცნების რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს და დაადგინოს, დაარღვია თუ არა ფორმულამ კანონი.
"საჩივრის საფუძველია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები.
მოცემულია ტერმინები: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო". „ქართული ოცნება“ „ფორმულას“ ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამოც უჩივის", - ნათქვამია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მათაც უჩივის. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში შეიტანეს.
ნოდარ მელაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" მოითხოვს, რომ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებმა და წამყვანებმა აღარ გააჟღერონ ისეთი ტერმინები, როგორიცაა - "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ.. ასევე, ნოდარ მელაძის ინფორამციით, „ქართლი ოცნება“ მარეგულირებელში უჩივის ირაკლი კობახიძის სახელით.