დღეს, 30 იანვარს ლიტერატურული ექსპრესის მორიგი რეისი თბილისიდან ბოჯომის მიმართულებით გავა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამომცემლობა "ინტელექტიდან" აცნობეს, მთელი დღის განმავლობაში 15 ახალგაზრდა პოეტი ბორჯომ-ბაკურიანის "კუკუშკაში" მგაზვრებს ორიგინალურ ლიტერატურულ პერფორმანსს შესთავაზებს.
17:00 საათზე ბორჯომის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ახალგაზრდა პოეტების 100 ლექსის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებაზე "100 ლექსის" სერიით გამოცემული სხვა დანაჩრენი ტომებიც იქნება წარმოდგენილი.