საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება.
ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.