ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი პიტერ შმაიხელთან გააკეთა, რომელიც უეფა-ს ტელევიზიასთან ექსპერტის რანგში თანამშრომლობს.
"ემოციების აღწერა მიჭირს, გასაოცარი შეგრძნებაა, შოკში ვარ. არ მჯერა, რომ ახლა აქ ვარ, თუმცა სულ მჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და ძალიან მიხარია. ეს ყველაფერი ამ საოცარ კლუბთან და მწვრთნელთან ერთად შევძელი, ძალიან ამაყი ვარ. ვფიქრობ, ეს გუნდი ჩემამდეც იმსახურებდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას, მაგრამ ეს ფეხბურთია, ხშირად არსებობს რთული მომენტები, რომელიც უნდა გადალახო. ახლა ეს შევძელით, არ არის ადვილი ფინალში ინტერის 5:0 დამარცხება. მთავარია, რომ ოჯახივით ვართ, ვცდილობთ ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ, შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს, ყველაფერს იდეალურად გვიხსნის, ჩვენ უბრალოდ მოედანზე გადაგვაქვს მისი დავალებები", - თქვა კვარაცხელიამ.
ხვიჩა პირველი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
"სიგიჟეა იმის გააზრება, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ! ეს ოცნების ახდენაა, ვერ აღვწერ, ემოციები გიჟურია. ვფიქრობ, ეს მთელმა გუნდმა ერთად შევძელით, რადგან ეს ძალიან მაგარი გუნდია, საოცარი! უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ნამდვილად მინდოდა აქ გადმოსვლა. დღეს ვხედავთ, რომ ეს სწორი არჩევანი იყო, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ამ საოცარ ბიჭებთან ერთად", - უთხრა კვარამ ჟურნალისტებს.
"ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში ყველა ბედნიერია", - განაცხადა ხვჩა კვარაცხელიამ.
„პარი სენ-ჟერმენმა“ მილანის „ინტერი“ 5:0 დაამარცხა და უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.