აღშფოთება და თავად დასრულდებიან მალე, არ დაამარცხებს რეჟიმს, ან მოულოდნელ სვლებით ვივლით და გავიმარჯვებთ, ან მივყვებით გზას, რომელიც წინასწარ გაშიფრულია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
სამადაშვილის თქმით, რეჟიმი არ ფუთავს ნამდვილ ამოცანებს, საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს საქართველო და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოდ აქციოს.
„აღშფოთება/შეშფოთება და „თავად დასრულდებიან მალე“, არ დაამარცხებს რეჟიმს. რეჟიმს, რომელიც აღარ ფუთავს მის ნამდვილ ამოცანებს, საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს საქართველო და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოდ აქციოს. ყველა მათი ნაბიჯი, ნიკა მელიას დაკავების ეპიზოდიც, მოითხოვს გაანალიზებს.
რაც ნათელია, ყველა მოსალოდნელ სვლას მომზადებული ხვდება რეჟიმი. ან მოულოდნელ სვლებით სიარულს შევძლებთ და გავიმარჯვებთ, ან მივყვებით გზას, რომელიც წინასწარ გაშიფრულიცაა და დანაღმულიც. ამ გზის ბოლოს კი, „ბელარუსიზაციაა“ – კავკასიური ვარიანტი, უფრო ღარიბი, ქაოტური და საშიში. ჩემი მხარდაჭერა ნიკას და მის ოჯახს“, – წერს სალომე სამადაშვილი.