რასაც ვამბობდით, დასტურდება, ნიკა არის გატაცებული. ადამიანი ჩასვეს არა პატრულის მანქანაში, არამედ იმ "მარშუტკაში", ხალხს რომ სცემენ, - ამის შესახებ განაცხადა კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, რომელმაც დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მყოფი ნიკა მელია მოინახულა.
"რასაც ვამბობდით, დასტურდება, ნიკა არის ჩასაფრება მოწყობილი და გატაცებული. ადამიანი ჩასვეს არა პატრულის მანქანაში, არამედ იმ მარშუტკაში, ხალხს რომ სცემენ. ნიკასთან დაკავშირებით ძალადობას ადგილი მარშუტკაში არ ჰქონია, უბრალოდ, დროდადრო ვიდეოებს უღებდნენ და აგზავნიდნენ. ფიზიკური ძალადობით აიყვანეს, მიუხედავად იმის, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ. იქ კი წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, არც შეთავაზებას, გადმოჯექი. მისი ტელეფონი წაართვეს და ცდილობდნენ გაეხსნათ, თუმცა, ვერ მოახერხეს. ეს არის ორკესტრირებული ამბავი, რომელიც იწყება პროკურატურის პროცესის გადატანის მოთხოვნით, რომელიც გრძელდება მოსამართლე შვანგირაძის მოქმედებით, რომელმაც ხვალამდე გადადო საქმე და გვირგვინდება პოლიციის ძალადობრივი ქმედებით",-განაცხადა გვარამიამ.