სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის მაცხოვრებლები მტაცებლებისგან ადამიანების და საქონლის დასაცავად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ტყვია - წამალის დარიგებას ან მონადირეთა ჯგუფის შექმნას ითხოვენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, გუშინ მგლები ნუკრიანის მკვიდრის ლევან მათეშვილის კუთვნილი ძროხების ფერმას შეესივნენ და 2 ძროხა შეჭამეს. ნუკრიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ნუგზარ ნადირაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.