საინტერესო არ არის, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ გამოძიების დაწყების ბრძანებას ერეკლე გეწაძის მიერ Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშის "შეურაცხყოფასთან" დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, პირველ რიგში, ყველამ საკუთარ კულტურას უნდა მიხედოს.
„ჩემთვის საინტერესო არ არის, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას. ეს არის უკულტურობა. მე არ მაინტერესებს რუსული მხარის კომენტარები ამ თემაზე. არა მგონია ეს სერიოზული იყოს. პირველ რიგში, ყველამ საკუთარ კულტურას უნდა მიხედოს“,- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის "შეურაცხყოფის ფაქტზე" გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.