ვინც დღეს საუბრობს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ამ სუსით, ამ ადმინისტრაციული რესურსით, ცესკოში თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით რამე შედეგს მიაღწევს და აზრი აქვს საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას, ამ ადამიანებს უნდათ მხოლოდ სადეპუტატო მანდატები, - ამის განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა სალომე ზურაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს მიდგომა, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს და ზოგიერთ სხვა ოპოზიციურ ორგანიზაციასაც, რომ ივანიშვილს თურმე შეუძლია ჩაგვიტაროს საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც როგორც 26 ოქტომბრის არჩევნებს, ისე გადაახევს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოებას და ვინც დღეს საუბრობს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ამ სუსით, ამ ადმინისტრაციული რესურსით, ცესკოში თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით რამე შედეგს მიაღწევს და აზრი აქვს საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას, ამ ადამიანებს უნდათ მხოლოდ სადეპუტატო მანდატები, ჰქონდეთ პარლამენტში ფრაქცია, იყვნენ ფრაქციის თავმჯდომარეებიც და “ოცნების” ოპოზიციად იწოდებოდნენ და მოწყობილი სამსახურებრივად. ეს არის ერთადერთი ამოცანა იმ ადამიანების, რომლებიც მზად არიან ივანიშვილის რეჟიმის, მისი მმართველობის პირობებში ძირეული, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე შევიდნენ საპარლამენტო არჩევნებში და როდესაც ქალბატონი სალომე გვეუბნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს აზრი არ აქვს და ჩაგვიტარეთ საპარლამენტო არჩევნები, აქ სად არის ლოგიკა? რატომ თუ საპარლამენტო არჩევნებს აქვს აზრი, მაშინ ადგილობრივს რატომ არ აქვს? ივანიშვილი ისევ გააყალბებს არჩევნებს, ისევ არალეგიტიმური იქნება, ისევ დააშინებს ამომრჩეველს, არ იქნება სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, არ იქნება კონკურენტული გარემო, რადგან თუნდაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, სხვა პოლიტპატიმრებიც ციხეში არიან. მაშინ, როდესაც მთავარი მოთამაშეები ციხეში არიან იზოლირებულები და არჩევნები ტარდებოდეს, ვერანაირ კონკურენტულ სტანდარტს ეს ვერ დააკმაყოფილებს, ასე იყო 26 ოქტომბერსაც.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: "არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ და მანიპულაციის ქვეშ. სამაგიეროდ, ალბათ, ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან, ბოლო ბოლო, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი".