აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას შემზარავსა და უსამართლოს უწოდებს. ამის შესახებ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემზარავი და უსამართლოა. ამგვარი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონგრესი უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის წინააღმდეგ“, – წერს სენატორი შაჰინი.