ზურაბ ჯაფარიძის მხარდასაჭერად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება - შეკრებილებმა გზა გადაკეტეს და საქალაქო სასამართლოს უკანა მხარეს მდებარე საავტომობილო გზის ნაწილი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიკავეს, თუმცა მოგვიანებით, პოლიციამ ადგილი გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურიც იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი ადგილიდან განარიდეს.
ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალა, რომელიც სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული. ასევე საპატრულო პოლიციის მობილიზებაა სასამართლოს ეზოსა და შენობაშიც.