ასოციაცია " Film New Europe ~-მ საქართველოსთვის სპეციალური გვერდი მოამზადა, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული კინოსექტორის, მისი ისტორიის, კინემატოგრაფიული ტრადიციებისა და ქართული ფილმების წარმატებების შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიიღონ.
მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს წარმოებაში მყოფ ფილმებზე, ასევე იმ აქტუალურ მოვლენებზე, რომლებიც დღეს ქართულ კინოსექტორში ხორციელდება.
ეროვნული კინოცენტრი 2010 წელს გაწევრიანდა ასოციაცია " Film New Europe ~-ში, რომელსაც კინოინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანი ინტერნეტგამოცემა (www.filmneweurope.com) ეკუთვნის. ვებგვერდის მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აუდიო-ვიზუალური ინდუსტრიების პოპულარიზაცია.
ეროვნულ კინოცენტრს, როგორც ასოციაციის წევრს, შესაძლებლობა აქვს
კინოსექტორში მიმდინარე ყველა სიახლე " Film New Europe ~-ის მონაცემთა ბაზაში და ასოციაციის ვებგვერდზე გაავრცელოს. თუმცა ამ სერვისით სარგებლობისთვის, ეროვნულმა კინოცენტრმა " Film New Europe ~-ის მომსახურება უნდა შეისყიდოს, რომელის ღირებულებაც, ერთი წლის განმავლობაში, 12 500 ლარს შეადგენს.