27-29 ნოემბერს, საქართველოს ფოლკლორის სახელწიფო ცენტრში გრძელდება მასტერკლასები ქორეოგრაფიაში რაჭული ხალხური ცეკვის შემსრულებელთა მონაწილეობით.
მასტერკლასები ტარდება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით ფოლკლორის მხარდაჭერის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში.
მასტერკლასების მიზანია ქართული-ხალხური ცეკვის სიწმინდის დაცვა; რაჭული ცეკვისათვის დამახასიათებელი იშვიათობადქცეული მოძრაობების, ილეთების ჩვენება; მოცეკვავეთა და ქორეოგრაფთა საშემსრულებლო და სადადგმო ხელოვნების ამაღლება; ქორეოგრაფთა და ქორეოლოგთათვის ცოცხალი, უნიკალური მასალის მიწოდება. მასტერკლასების ხელმძღვანელია უჩა დვალიშვილი.
27-28 ნოემბერს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ჩატარდება პრაქტიკული სწავლება.
29 ნოემბერს მასტერკლასები შეაჯამებელი თეორიული სემინარით დაიხურება.