რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვატიკანს მადლობა გადაუხადა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მზაობისთვის და რეალური შედეგების მისაღწევად ნებისმიერ ფორმატში დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი ელენა ზელენსკა ვატიკანში რომის პაპ ლეო XIV-ს ინაუგურაციის წირვის შემდეგ შეხვდნენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ წმინდა საყდრის ავტორიტეტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაში.
„მადლობა ვატიკანს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმად ქცევის მზადყოფნისთვის. რეალური შედეგების მისაღწევად, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში“, - წერს ზელენსკი X-ზე.