საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს.ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქციის მონაწილეებმა მიიტანეს ბალიში, რომელზეც ლოყებაწითლებული ირაკლი დგებუაძეა გამოსახული.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსია ბანერი, რომლითაც აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ისინი სკანდირებენ: "აჯანყდი!", გაათავისუფლეთ ტყვეები!".
აქციის მონაწილეები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მეტრო "სამედიცინო უნივერსიტეტიდან" მსვლელობით მივიდნენ.
ფოტო: ტაბულა