აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის 19 მაისს დაგეგმილი სატელეფონო საუბარი „ძალიან წარმატებული“ იქნება. ამის შესახებ უიტკოფმა ABC-ის ეთერში განაცხადა.
უიტკოფმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტისა და პუტინის საუბარი „გარკვეულ გაუგებრობებს მოაგვარებს და იქ მიგვიყვანს, სადაც საჭიროა“.
„და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წარმატებული ზარი იქნება“, - დასძინა უიტკოფმა.
ტრამპის წარმომადგენელს კომენტარი არ გაიკეთებია ვლადიმირ პუტინი მიერ სტამბოლში ჩასვლაზე უარის თქმაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სჯერა აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის წარმატებული საუბრის.
„ისინი [ტრამპი და პუტინი] ერთმანეთს იცნობენ. პრეზიდენტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამ საკითხში რაიმეს მიაღწიოს. და... თუ ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, მაშინ ვერავინ შეძლენ“, - თქვა იიტკოფმა.
მამ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მიზანია „მხარეებს შორის არსებული ფართო უფსკრულის შემცირება“.
„ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ჩვენ ამაში წარმატებას მივაღწიეთ“, - განაცხადა უიტკოფმა.
„გარკვეულწილად, თითოეული მხარე იცავს თავის პოზიციას. და მე ვფიქრობ, რომ ორშაბათი მნიშვნელოვანი დღე იქნება იმის დასადგენად, თუ სად ვართ და როგორ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს,“ - აღნიშნა უიტკოფმა.