ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ბირთვული იარაღს არ გამოიყენებს.
"პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არასდროს გამოიყენებს, რადგან ეს იქნება მსოფლიო კატასტროფა, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ასეთი ნაბიჯი რუსეთს არ გადადგამს მაშინაც კი, როცა საბჭოთა კავშირსა და ნატოს შორს სერიოზული დაპირისპირება იყო", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
თუმცა, მისივე შეფასებით, სამხედრო დოქტრინაში აღნიშნული განაცხადის დაფიქსირება წარმოადგენს დასავლეთის მიმართ მესიჯს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რუსეთს არ გააჩნია ძლიერი სამხედრო ძალები და მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლეთის სამხედრო შეიარაღებას, როგორც ტექნიკური ასევე სხვა შესაძლებლობის თვალსაზრისით, რუსეთი ცდილობს დოქტრინაში პოლიტიკურ მესიჯად გამოიყენოს ბირთვული იარაღი - ერთადერთი გარანტია, რომელიც ქვეყანას გააჩნია", - განმარტა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სესიაშვილმა