უკრაინის მართლმადებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი (დენისკენკო) 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
საპატიო პატრიარქის გარდაცალებას გამოეხმაურა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე.
"დღეს ღრმა მწუხარება და სევდა ავსებს ჩემს გულს, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულს, რადგან დღეს დასრულდა მისი უწმინდესობის პატრიარქ ფილარეტის მიწიერი ცხოვრება", - აღნიშნა ეპიფანემ.
მან მრევლს პატრიარქ ფილარეტის მოსახსენებლად ლოცვისკენ მოუწოდა.
უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პატრიარქი ფილარეტი იბრძოდა უკრაინის საეკლესიო ავტონომიის აღდგენისა და უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის. ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭებამდე, ფილარეტი კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას მწყემსმთავრობდა. 2018 წლიდან კი ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი გახდა.