შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა და UNHCR-ის წარმომადგენლის მოადგილემ კრისტოფ ბიერვირთიმ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მეფრინველეობის ახალ მინი-ფაბრიკა გახსნეს.
მეფრინველეობის მინი-ფაბრიკის მშენებლობა განახორციელა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ საქართველოში (UNHCR) მისი პარტნიორი ორგანიზაციის - საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტოს (IRD) მეშვეობით. მინი-ფაბრიკაში 15 ადგილობირივ მოსახლე დასაქმდება და გათვლილია 2 თვიანი ციკლით 8000 ქათმის გაზრდაზე.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სათემო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 20 ოჯახს, რომლის ოჯახის წევრებიც იქნებიან დასაქმებულნი მინი-ფაბრიკაში. სათემო ორგანიზაციის წევრებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა სახის ტრეინინგები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხარისხიანი პროდუქციის შექმნას, პროდუქციის რეალიზაციას და ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობას.
აღნიშნული პროექტით დევნილი მოსახლეობაც ისარგებლებს. მინი-ფაბრიკის ქათმებისთვის საკვებად საჭირო ნედლეული, კერძოდ სიმინდი, შეძენილი იქნება ახლომდებარე ბერბუკის ახალ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებისგან, რაც დევნილებს შემოსავლის გაზრდის საშუალებას მისცემს.