თბილისში სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პიტერ სემნები ჩამოვიდა. მანამდე იგი სოხუმში იმყოფებოდა. დღეს სემნებს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან. ევროკავშირის წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.
შეხვედრაზე განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
"ვიმყოფებოდი სოხუმში სადაც რამდენიმე შეხვედრა მქონდა დე-ფაქტო ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ ევროკავშირის როლზე მიმდინარე მოლაპარაკებებში. საჭიროა, რომ წინ წავიდეთ. რაც შეეხება დაგეგმილ შეხვედრებს, დღის წესრიგში ჩვეულებრივი რიგითი საკითხებია. მათი დეტალიზაცია ახლა გამიჭირდება", _ განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში პიტერ სემნებმა.