„მადლობა მეგობარს“ - მსვლელობის მონაწილეებმა ამერიკის საელჩოსთან მივიდნენ. მანამდე მოქალაქეები მეტრო „ახმეტელთან“ შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ მეტრო „დელისიდან“, „სადგურის მოედნიდან“ და მეტრო „ავლაბრიდან“ მომავალი მარშები.
მსვლელობას წინ მიუძვოდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების ოჯახის წევრები. მსვლელობის მონაწილეები ამერიკის საელჩოს საქართველოში მადლობას უხდიან იმისთვის, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - „MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას - სენატს გადაეცა.
მსვლელობის მონაწილეებს მოქალაქეები სახლების აივნებიდან ესალმებოდნენ.
ფოტო: ტაბულა