დაღესტნის სახალხო კრების დეპუტატებმა მიიღეს მიმართვა, რითაც ანტიკავკასიური გამონათქვამების გამო ვლადიმერ ჟირინოვსკისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს. ამ მიმართვას ისინი სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ბორის გრიზლოვს გაუგზავნიან.
მიმართვის ტექსტი საზოგადოებას დაღესტნის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ალჩიევმა გააცნო. მისი თქმით, ჟირინოვსკიმ საკუთარ თავს შოვინისტური განცხადებების, უხეში პროვოკაციის უფლება მისცა, რამაც შეიძლება სამწუხარო შედეგი მოიტანოს.