“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელი სხდომაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე დაიკითხა.
ირაკლი დგებუაძემ სასამართლო ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.