აფხაზეთის მთვრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილ 100 ბავშვს საჩუქრები გადაეცა.
გლდანში ხიზანიშვილის #95 ში მცხოვრებ 56 ოჯახს, გიორგი ბარამიას დავალებით, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ბობოხიძე სტუმრობდა. აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა პატარებს საჩუქრები პირადად გადასცა.
დღესვე გიორგი ბარამიას საჩუქრები დაურიგდებათ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ მუნჯთა კავშირში გაწევრიანებულ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს.
აფხაზეთის მთავრობისა და საქველმოქმედო ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" ორგანიზებით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ 3000-მდე ბავშვს საჩუქრები უკვე დაურიგდათ.