თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ‘მეგობარი აქტის“ მიღებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია.
5 წლის განმავლობაში ვიყავი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ჩემზე აღძრული იყო საქმე ფულის გათეთრების მუხლით, რაც საქმიან ურთიერთობებში კეთროვანების ტოლფასია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთერთი გავლენიანი სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ ვიყავი პოლიტიკური თავშესაფარით და ფრანგები გარდა ფორმალური დაცვისა მართლა თავს მევლებოდნენ, მსოფლიოს ერთერთი პატარა ქვეყნის და ბოლო წლებში გაკოტრებული ხელისუფლების დევნის გამო ძალიან ბევრი სამართლებრივი და ეკონომიკური პრობლემა მექმნებოდა და ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე მომყვება მაშინდელი რეპუტაციული ზიანი.
წარმოდგენა არ აქვთ ამ იდიოტებს რა ჯოჯოხეთში შეყვეს თავი MEGOBARI ACT-ით სამუდამოდ და რამდენი ჩაითრიეს თან ვინც ჯერ ვერ მიმხვდარა და გვიან მიხვდება ამ ყველაფერს. ქვეყანაზე აღარაფერს ვამბობ“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მომხრე 349 კონგრესმენი იყო, მათგან 168 რესპუბლიკელი, ხოლო 181 დემოკრატი.