გერმანიის კანცლერის ასარჩევად ბუნდესტაგში ხმის მიცემის მეორე ტური დღეს გაიმართება. ინფორმაციას The Guardian „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერ, იენს შპანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრი ენს შპანი მოუწოდებს კანონმდებლებს, გამოიჩინონ პასუხიმგებლობა და მხარი დაუჭირონ კოალიციის კანდიდატს
გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე კანცლერობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ბუნდესტაგში მხარი 310-მა პარლამენტარმა დაუჭირა, კანცლერობის პოსტზე დამტკიცებას კი 316 ხმა სჭირდება.
თუ ხმის მიცემის მეორე რაუნდიც ვერ გამოიღებს შედეგს, არჩევნების პროცესი მესამე ფაზაში შედის, რაც დაუყოვნებლივ ახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. პირი, რომელიც მიიღებს ხმათა უდიდეს რაოდენობას, კანცლერად აირჩევა.