„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს ბავშვთა დღის სახლ „რწმენას" ეწვივნენ და საჩუქრები მიიტანეს.
საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი, პარტიასთან ერთად, იტალიაში მცხოვრები ქალბატონი გულნარა სვანიძე იყო.
მან ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო და შემოსული თანხით საქველმოქმედო აქცია დაფინანსდა. ბავშვთა სახლში ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი და ჯაბა სამუშია იმყოფებოდნენ.