საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენლები ზღვისა და ტბების კომპლექსური კვლევისათვის განკუთვნილი აპარატურის ტესტირებას დაესწრნენ.
სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეძენილი უნიკალური აპარატურის გამოცდა კუს ტბის ტერიტორიაზე განხორციელდა. აპარატურის უნუკალურობას მისი შესაძლებლობა განსაზღვრავს - აწარმოოს კვლევები წყლის ზედაპირიდან და გამოიკვლიოს სიღრმეში არსებული მდგომარეობა.
ბათიმეტრიული და ფსკერქვეშა პროფილირების ზღვისა და ტბების კომპლექსური კვლევის აპარატურა (2000 Dშშ) ინტეგრირებული, კომბინირებული სისტემაა, იგი გამოყენებული იქნება გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევების, ეკოლოგიური კვლევების, დედამიწის ქერქის აგებულებისა და აქტიური რღვევების კვლევების ჩასატარებლად შავ ზღვაში, ტბებსა და წყალსაცავებში. კვლევებში ილიას უნივერსიტეტის მკვლევარები და სტუდენტები ჩაებმებიან. ყველა მონაცემი ინტეგრირებული იქნება ერთიან მონაცემთა ბაზაში.